თვითმმართველობა


მოგზაურთა  კლუბის უმაღლესი ორგანოა საბჭო. საბჭოში შედის 3 მოსწავლე, რომელთაგან აირჩევა კლუბის თავმჯდომარე, მოადგილე და საინფორმაციო მენეჯერი.
      
მოგზაურთა კლუბი მუშაობს პედაგოგური კოლექტივის მუდმივი მხარდაჭერითა და დახმარებით.
      
კლუბის საბჭო ამზადებს და ატარებს კლუბის წევრთა  სხდომას, ადგენს სამუშაო გეგმას, გამოაქვს სხდომაზე დასამტკიცებლად, ისმენს ანგარიშს, ორგანიზებას უკეთებს და ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს, ირჩევს კლუბის საპატიო წევრებს იმ ადამიანთაგან, ვისაც წვლილი შეაქვს კლუბის მუშაობაში.
       
მოგზაურთა კლუბის საბჭო ამტკიცებს დევიზსა და ემბლემას, უშვებს ბიულეტენს (კედლის გაზეთს), აქვს საკუთარი ელექტრონული ორგანო "მემატიანე " საკუთარი სასკოლო რადიოკვანძი (ავტონომიური გადაცემებით) . .

Комментариев нет:

Отправить комментарий